Accentnews.ge
თეა წულუკიანმა ცხენოსნობის ფედერაციას  ცხენები გადასცა

თეა წულუკიანმა ცხენოსნობის ფედერაციას ცხენები გადასცა

02/05/2022 13:19:08 საზოგადოება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სამი ცხენი შეიძინეს.

სამინისტროს ცნობით, დღეს ცხენები ფედერაციას მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ გადასცეს.

„დაპირება შესრულდა და დღეს საცხენოსნო სპორტის ეროვნულ ფედერაციას უკვე ჰყავს სამი ცხენი. ესენია ოლიმპიური სახეობისათვის (წინაღობათა გადალახვა) განკუთვნილი ცხენები. ორი ულაყი (იაბო), 5 და 10 წლის, და 7 წლის ფაშატი, რომლებიც ჰანოვერულისა და ჰოსტაინის ნაჯვარი ცხენებია, სამინისტრომ იტალიაში შეიძინა. ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევროს ოდენობის თანხა გამოყო“, – აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლაშა ჯაიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 30 წელიწადია, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ფედერაციას არასოდეს ჰქონია და თეა წულუკიანის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ამ მხარდაჭერის მიღება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S