ზელენსკი თურქეთს რუსი ტურისტების მიღების გამო აკრიტიკებს
02/05/2022 12:48:36 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთს რუსი ტურისტების მიღების გამო აკრიტიკებს და მოუწოდებს, უკრაინასთან მიმართებაში "ორმაგ სტანდარტებზე უარი თქვას".
"თურქეთი ერთის მხრივ, შუამავლად გვევლინება და მხარს უჭერს უკრაინას მნიშვნელოვანი ნაბიჯებით, მაგრამ მეორეს მხრივ, ვხედავთ, მაგალითად, რუსებისთვის ტურისტული მარშრუტების მზადებას. მსგავსი პოლიტიკა უსამართლოა. მოვუწოდებ თურქეთის ხელისუფლებას, რუს ტურისტებსა და სამართალს შორის ცალსახა არჩევანი გააკეთოს, თუკი უკრაინასთან კეთილი ურთიერთობები სურს", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელ ERT-სთან ინტერვიუში.
ცნობისთვის: თურქეთმა უკრაინას რუსეთთან დაპირისპირებაში მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს არ მიერთებია. ამასთან, თურქეთის ხელისუფლებამ შეიმუშავა "საგზაო რუქა" რუსეთიდან ტურისტების მისაზიდად. ეს პროგრამა მოიცავს, მათ შორის, რუსეთში ბაზირებული თურქი ტუროპერატორების საკრედიტო მხარდაჭერასა და ორი ავიაკომპანიის ჩამოყალიბებას რუსი ტურისტების ავიაგადაზიდვებისთვის.


