Accentnews.ge
ოკუპანტებმა დნესტრის შესართავთან არსებული ხიდი კვლავ დაბომბეს

ოკუპანტებმა დნესტრის შესართავთან არსებული ხიდი კვლავ დაბომბეს

02/05/2022 11:18:40 ევროპა

ოდესაში რუსულმა ძალებმა კვლავ ესროლეს რაკეტა დნესტრის შესართავთან არსებულ ხიდს - ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

"დნესტრის შესართავთან ხიდზე სარაკეტო სროლა განხორციელდა. ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს", - განაცხადა ბრაჩუკმა.

ხიდზე თავდასხმა ოპერატიული სარდლობა "სამხრეთმაც" დაადასტურა.

"ოდესის რაიონში სამი რაკეტა გაისროლეს. მტერი აგრძელებს დნესტრის შესართავზე უმოქმედო ხიდის განადგურებას. ინფორმაცია ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გასულ კვირას ოდესის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა დნესტრის შესართავთან რკინიგზის ხიდს ორჯერ ესროლეს რაკეტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S