
„ბელარუსში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდეს“ – უკრაინის დაზვერვა
02/05/2022 10:36:43 ევროპა
უკრაინის სამხედრო დაზვერის ცნობით, ბელარუსში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდეს, რათა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დაფარონ.
„ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული საოკუპაციო ჯარების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის დამალვის მიზნით, ბელარუსებისთვის ინტერნეტი გამორთულია“,– ვკითხულობთ შეტყობინებაში.
მათი ცნობით, ჯერ კიდევ 1 აპრილს დაფიქსირდა ბელარუსის მობილური აბონენტებისთვის ინტერნეტზე წვდომის სრული და ნაწილობრივი შეზღუდვა. შემდეგ კი მთელი თვის განმავლობაში გრძელდებოდა მსგავსი შეზღუდვები ბელარუსის მთელ რეგიონებში მინსკის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც ყველაზე ხშირად აღირიცხებოდა რუსი ოკუპანტების სამხედრო ტექნიკის მოძრაობა.
უკრაინული დაზვერვა აღნიშნავს, რომ მომხმარებლების ინტერნეტიდან გათიშვა კოორდინირებულია სპეცსამსახურების მიერ.
„ამგვარად, ბელარუსის KGB და რუსეთის FSB ცდილობენ, შეზღუდონ პატრიოტი მოქალაქეების კომუნიკაცია და აღკვეთონ ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებში რუსეთის სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ“, - ასკვნის უკრაინის დაზვერვა.