ერევანში საპროტესტო აქციაზე 200-მდე დემონსტრანტი დააკავეს
02/05/2022 10:20:29 მსოფლიო
ერევანში საპროტესტო აქციაზე 199 დემონსტრანტი დააკავეს, – იუწყება სომხური მედია.
მანამდე, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს.
ერევანში საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, დღეს დილით დაიწყო.
ანტისამთავრობო აქცია სომხეთის დედაქალაქში გუშინაც გაიმართა. საქალაქო მოედანზე მისულმა სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილემ, იშახან საღათელიანმა განაცხადა, რომ დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომამდე საყოველთაო დაუმორჩილებლობას აცხადებენ.


