Accentnews.ge
"თუ უკრაინულ პორტებზე ბლოკადა არ მოიხსნება, მსოფლიოში სასურსათო კრიზისი იქნება"

"თუ უკრაინულ პორტებზე ბლოკადა არ მოიხსნება, მსოფლიოში სასურსათო კრიზისი იქნება"

02/05/2022 09:39:21 მსოფლიო

თუ უკრაინულ პორტებზე ბლოკადა არ მოიხსნება, მსოფლიოში სასურსათო კრიზისი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიური ტელეკომპანია Nine Network-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ შეიძლება დავკარგოთ მილიონობით, ათობით მილიონი ტონა მოსავალი, რომელიც უკვე აღებულია. რუსეთი ჯერ–ჯერობით არ უშვებს გემებს, ისინი აკონტროლებენ შავ ზღვას“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას სურს საზღვაო გზების გათავისუფლება, რათა საშუალება არ მისცენ რუსეთს, გავლენა იქონიოს სასურსათო კრიზისზე.

„სასურსათო კრიზისი აუცილებლად იქნება, 100%-ით, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი მოსავალი ჩავიტანოთ ევროპის პორტებში და სხვა სახელმწიფოებში“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს სურს დაბლოკოს უკრაინის ეკონომიკა და ამიტომ სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებს სარკინიგზო გზებსა და ხიდებზე.

გაერო–ს ცნობით, უკრაინის ნავსადგურებში ბლოკირებულია თითქმის 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული.

ომამდე უკრაინა იყო ხორბლის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი და სიმინდის მწარმოებელი მსოფლიოში. გაერო–ს ცნობით, ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული უკრაინული ხორბლის მიწოდებაზე.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S