Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

02/05/2022 09:00:45 პოლიტიკა, საზოგადოება

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიშა ვეღარ გამოცხადდა, რაც მეტყველებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებულია. როგორც განვაცხადეთ, დღეს 18:00 საათამდეა დრო, ჯერ კიდევ გვჯერა ჰუმანურობის ჟესტის. საქმე გვაქვს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა ადამიანების ჰუმანურობის, განსაკუთრებით საუბარია ეკლესიაზე, ასევე ვგეგმავთ შეხვედრას ყველა იმ ადამიანთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე. რას ვითხოვთ ოჯახი? რომ გადარჩეს მიშა სააკაშვილი! ეს არის ყველა ადამიანის უფლება, რომ იცოცხლოს. იმედი მაქვს, ხელისუფლება შემოვა მდგომარეობაში და გადავიყვანთ სამკურნალოდ, რაც ესაჭიროება ძალიან. გვაქვს კომუნიკაცია საპატრიარქოსთან. იმედი გვაქვს, პატრიარქი გამონახავს დროს, შევხვდებით, დაველაპარაკებით და იმედი გვაქვს, რომ დაგვიდგება გვერდზე, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება",-აცხადებენ ექს–პრეზიდნტის ოჯახის წევრები.

ცნობისთვის: სააკაშვილის ოჯახი ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს და მთავრობას ვადას 2 მაისის 18:00 საათამდე აძლევს. თუ ხელისუფლება წინადადებას უგულებელყოფს, ექს–პრეზიდენტის ნათესავები მხარდამჭერებთან ერთად აქციებს აანონსებენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S