Accentnews.ge
ლავროვი: „ზელენსკისგან დანებებას არ ვითხოვთ – წინააღმდეგობა შეაჩეროს“

ლავროვი: „ზელენსკისგან დანებებას არ ვითხოვთ – წინააღმდეგობა შეაჩეროს“

02/05/2022 08:59:43 ევროპა, მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან არა დანებებას, არამედ წინააღმდეგობის შეწყვეტას მოითხოვს.

„ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ის [ზელენსკის] დანებდეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ გასცეს ბრძანება, გაათავისუფლოს ყველა მშვიდობიანი მოქალაქე და შეაჩეროს წინააღმდეგობა. ჩვენი მიზანი არაა უკრაინაში რეჟიმის შეცვლა. ეს ამერიკული სპეციალობაა, ამას მთელ მსოფლიოში აკეთებენ“,– განაცხადა ლავროვმა იტალიური Mediaset-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

უკრაინაში ომის პირველ ფაზაში განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაზე კონცენტრირდა. როგორც დაანონსდა, ამჟამად კრემლის ამოცანა ლუგანსკის და დონეცკის ოლქების დაკავება და ანექსირებულ ყირიმამდე სახმელეთო გზის გაკვალვაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S