უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონიდან კვლავ იუწყებიან აფეთქების შესახებ
02/05/2022 08:48:49 მსოფლიო
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ორი ძლიერი აფეთქების შესახებ იუწყება.
"ოცდაათი წუთის წინ ორი ძლიერი აფეთებისგან გამეღვიძა" - დაწერა მან ტელეგრამის არხზე.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, ნგრევაც არ მომხდარა.
1 მაისს ბორისოვის, ბელგოროდისა და იაკოვლევსკის რაიონების საზღვარზე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ბელგოროდის ნავთობის საცავში ხანძრის გაჩნდა 1 აპრილსაც.
უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონებიდან პერიოდულად იუწყებიან მსგავსი ინციდენტების შესახებ.


