ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლავროვს: "ეს საშინელი შეცდომაა და ბოდიშს ველით"
02/05/2022 08:42:18 მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაფიდმა ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცახდებას უპატიებელი უწოდა და აღნიშნა, რომ მისგან ბოდიშს ელის.
მანამდე ლავროვს ჰკითხეს, როგორ ამტკიცებს რუსეთის ლიდერი უკრაინის "დენაციფიკაციის" მცდელობას მაშინ, როცა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ებრაელია.
"მე რა, რაომ ზელენსკი ებრაელია. ეს ფაქტი უკრაინაში ნაცისტურ ელემენტებს არ აქრობს. მგონი, ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა... ზოგიერთი ყველაზე უარესი ანტისემიტი ებრაელია". – უპასუხა სერგეი ლავროვმა შეკითხვას.
ამ სიტყვების განმარტებისთვის ისრაელმა რუსეთის ელჩი გამოიძახა.
"ეს არის უპატიებელი და სკანდალური კომენტარი, საშინელი ისტორიული შეცდომა და ჩვენ ბოდიშს ველით... ებრაელები ჰოლოკოსტში საკუთარ თავებს არ ხოცავდნენ. ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე მდაბიო ფორმა არის თავად ებრაელების ანტისემიტიზმში დადანაშაულება" – თქვა იაირ ლაფიდმა თემის კომენტირებისას.


