Accentnews.ge
ახალმა ზელანდიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

ახალმა ზელანდიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

02/05/2022 08:38:52 მსოფლიო

ახალმა ზელანდიამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ამჯერად ე.წ. შავ სიაში რუსეთის ფედერაციის საბჭოს 170 წევრი და 6 კომპანია/ორგანიზაცია შეიყვანეს, „რომლებმაც უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმაში შეიტანეს წვლილი".

"როდესაც პრეზიდენტი (ვლადიმირ) პუტინის ომის მანქანა უკრაინაში უკანონო თავდასხმებს აგრძელებს და რუსული ძალების სისასტიკეები ვლინდება, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავაკისროთ მეტი ხარჯები დამნაშავეებს“, - განაცხადა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ.

მარტში ახალმა ზელანდიამ სანქციები რუსული სუბიექტებისა და ფიზიკური პირების, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, მისი უშიშროების საბჭოს წევრების, პოლიტიკოსების, ოლიგარქებისა და სამხედრო ლიდერების წინააღმდეგ დააწესა.

19 აპრილს ახალმა ზელანდიამ სანქციები დაუწესა 18 ფინანსურ ორგანიზაციას, რომლებიც არსებული ინფორმაციით, აფინანსებენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ახალი ზელანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს 18 ორგანიზაცია ქმნის რუსეთის მთლიანი საბანკო აქტივების დაახლოებით 80%-ს. 18 სანქცირებულ ორგანიზაციას შორისაა "ალფა-ბანკი", ბანკი "როსია", ბანკი "ოტკრიტიე", "განვითარებისა და რეკონსტრუქციის შავი ზღვის ბანკი", "რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი", "მოსკოვის საკრედიტო ბანკი", "გაზპრომბანკი", "გენბანკი", "ნოვიკომბანკი" და "ვითიბი ბანკი".

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S