Accentnews.ge
"ახლა გრიპის გავრცელების მაჩვენებელი ბევრად ჭარბობს კორონავირუსისას"

"ახლა გრიპის გავრცელების მაჩვენებელი ბევრად ჭარბობს კორონავირუსისას"

02/05/2022 08:03:51 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ "ახლა გრიპის გავრცელების მაჩვენებელი ბევრად ჭარბობს კორონავირუსისას".

მისი თქმით, რესპირაციული ვირუსების გავრცელების დინამიკამ გარკვეული ცვლილება განიცადა.

"2020 წელს გრიპი თითქმის არ იყო, ახალმა კორონავირუსმა "დაჩაგრა" და ნაკლებად შეაწუხა მოსახლეობა. 2021 წელსაც ეს დინამიკა გაგრძელდა. 2022 წელს კი სახე იცვალა რესპირაციული ვირუსების გავრცელებამ. რესპირაციული ვირუსები, კერძოდ, გრიპის, რინოვირუსი, სინციტიური ვირუსი და სხვა, ყოველი წლის შემოდგომის მეორე ნახევრიდან, გაზაფხულის მარტის ბოლომდე ცირკულირებდნენ. მას შემდეგ, რაც „ომიკრონი“ გამოჩნდა, ისევე იმატა სხვა რესპირაციული ვირუსების დინამიკამ", - აღნიშნა გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მისი განცხადებით, 2022 წელს სხვა ვირუსების მიმდინარეობა უჩვეულოდ გაგრძელდა. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ 2008-2009 წლის შემდეგ საქართველოში გრიპის ცირკულაციის ასეთი სეზონური გახანგრძლივება არ ყოფილა:

"ცირკულირებს გრიპი, განსაკუთრებით – H3-ის შტამი; რინოვირუსი; სხვა კორონავირუსები და არა ახალი კორონავირუსი; ასევე ე.წ. პარაგრიპები; რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი; ადენოვურსი და სხვა. ჩვენ მონაცემებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას, უფრო მეტი გრიპის ვირუსი ცირკულირებს, ვიდრე კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“, თუმცა, ეს პანიკის საბაბს არ იძლევა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S