"უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯების გადაწყვეტის ადგილი თურქეთი იქნება"
02/05/2022 07:28:00 მსოფლიო
"უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯების გადაწყვეტის ადგილი თურქეთი, კერძოდ, სტამბოლი ან ანკარა იქნება", – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტი კრემლის ლიდერთან მოლაპარაკებებს მიმდინარე კვირას გეგმავს, ამის შემდეგ გაირკვევა დათანხმდება თუ არა ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას.
„ჩვენ ალბათ, ამ კვირაში გვექნება შეხვედრა ბატონ პუტინთან. ჩვენი სურვილია, ლიდერები შევკრიბოთ სტამბოლში ან ანკარაში. უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯების გადაწყვეტის ადგილი თურქეთი იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.


