Accentnews.ge
"ეკონომიკა იზრდება, 14.4% –იანი ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში"

"ეკონომიკა იზრდება, 14.4% –იანი ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში"

02/05/2022 07:16:08 პოლიტიკა, ეკონომიკა

ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები.

„უფრო კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა, თებერვალში 14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა და მარტში უკვე რეალური ზრდა - 10.6%, რაც ჯამში 14.4% გამოვიდა, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა საზოგადოებას ძალიან მოკლედ ვუთხრა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. ასე რომ, მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S