
ზმეინისთან ორი რუსული კატერის განადგურების შესახებ იუწყებიან
02/05/2022 07:14:29 ევროპა
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ 2 მაისს უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინის მახლობლად ორი რუსული კატერი გაანადგურეს.
„დღეს გამთენიისას, ზმეინის კუნძულთან განადგურდა ორი რუსული კატერი – Raptor-ის ტიპის“
როგორც მთავარსარდალი აღნიშნავს, განადგურება უპილოტო საფრენი აპარატის „ბაირახტარის“ საშუალებით განხორციელდა.
ბოლო დღეება, უკრაინის შეიარაღებული ძალები უტევს ოკუპანტების პოზიციებს ზმეინის კუნძულზე. იუწყებიან საკონტროლო პუნქტზე სეტევისა და Strela-10 საზენიტო სარაკეტო სისტემის განადგურების შესახებ.