ზემანი: „პუტინს ჰქონდა ილუზია, რომ რუსეთი ყოვლისშემძლეა, ეს სასაცილოა“
02/05/2022 07:02:52 მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინის ილუზიები რუსული არმიის და თავად რუსეთის ძლევამოსილებაზე ახლა სასაცილოდ გამოიყურება,- იუწყება CNN Prima News.
„რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ჰქონდა ილუზია, რომ რუსეთი ყოვლისშემძლეა და რომ რუსული არმია მეორეა მსოფლიოში. დღეს ეს სასაცილოდ გამოიყურება. აღმოჩნდა, რომ რუსული არმია ბევრად სუსტია, ვიდრე ყველა ექსპერტი ფიქრობდა“, - თქვა ზემანმა.
მანამდე ზემანი პუტინს თავის მეგობარს უწოდებდა, თუმცა კრემლის ლიდერის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღებს შემდეგ ის რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა.
"არ მაინტერესებს, ვინმეს ჩემი სჯერა თუ არა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს საკუთარი თავის სჯეროდეს და მხოლოდ იდიოტი არ ცვლის თავისი შეხედულებებს", - გაიხსენა ზემანმა ამასთან დაკავშირებით უინსტონ ჩერჩილის საყვარელი ციტატა.
მისივე თქმით, რუსული პოლიტიკის ირაციონალურობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს გაზის მიწოდებაზე:
"არ მგონია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს მიწოდება, მაგრამ ადრე საჯაროდ ვთქვი, რომ რუსები გიჟები არ არიან, რომ უკრაინას თავს დაესხან და გიჟები აღმოჩნდნენ“.
ვინაიდან გაზის მიწოდება რუსული ექსპორტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ზემანი არ ელის, რომ მოსკოვი მიწოდებას შეჩერებას, „თუმცა, შესაძლოა ეს გააკეთონ კიცეს – პოლიტიკა ზოგჯერ ძალიან ირაციონალურია“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.


