კიევი – ომის დაწყებიდან უკრაინაში 219 ბავშვი დაიღუპა, 405 დაშავდა
02/05/2022 06:46:36 მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 219 ბავშვი დაიღუპა, 405 დაშავდა.
"2 მაისის დილის მონაცემებით, დაღუპული ბავშვების რაოდენობა არ შეცვლილა - 219. დაშავებულთა რიცხვი 405 –მდე გაიზარდა“, - აცხადებს პროკურორის ოფისი.
ყველაზე მეტი - 139 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, კიევის რეგიონში – 115.
რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1 570 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 111 კი მთლიანად განადგურდა.


