Accentnews.ge
უკრაინაში შესული დასავლური იარაღი ომის მიმდინარეობას შეცვლის – WP

უკრაინაში შესული დასავლური იარაღი ომის მიმდინარეობას შეცვლის – WP

02/05/2022 06:43:43 ევროპა, მსოფლიო

დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული არტილერია შეცვლის რუსეთთან ომის მსვლელობას და აიძულებს როგორც რუსეთის ფედერაციას, ასევე უკრაინას, „მოიქცნენ უფრო ჭკვიანურად“, რათა თავიდან აიცილონ სერიოზული მსხვერპლი,– იუწყება WP აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ შორი მანძილის არტილერია გადამწყვეტი იქნებოდა ომის შემდეგ ეტაპზე.

როგორც გამოცემასთან აშშ–ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, პენტაგონის შეფასებით, რუსეთი დისტანციური არტილერიის გამოყენებაში არ არის ისეთი ეფექტური, როგორც თავად ისურვებდა, ამიტომ, ვინაიდან დასავლეთი აგრძელებს უკრაინაში არტილერიის გაგზავნას, შესაძლოა, უფრო კონტაქტური ბრძოლები წარიმართოს.

გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც კანადასთან ერთად ავარჯიშებს უკრაინული ჯარის მცირე ნაწილს 155 მმ-იანი ჰაუბიცების გამოყენებაში, რომელთაც ორივე ქვეყანა დაჰპირდა უკრაინას, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი არტილერიის გადაცემას დაამტკიცებს.

როგორც იუწყებიან, შეერთებული შტატები უკრაინას 190 000 საარტილერიო ჭურვს, პლუს 90 ჰაუბიცას დაჰპირდა. ხუთშაბათის მდგომარეობით, ნახევარზე მეტი ჩავიდა უკრაინაში, – განუცხადა წყარომ WP–ს.

ამასთან, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენდონი ბლინკენმა თქვა, რომ კონგრესისადმი თხოვნა, დაამტკიცოს დამატებით 33 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინის დახმარების კონტექსტში, მოიცავს "მძიმე კალიბრის შორი მანძილის არტილერიის" დაფინანსებას.

ამასთან, უკრაინას საფრანგეთიც დაჰპირდა თვითმავალ ჰაუბიცებს "ცეზარს", რომელიც იგივე 155 მმ-იან ჭურვებს ისვრის.

სხვა მოკავშირეებმა, მათ შორის, ბრიტანეთმა და შვედეთმა, შესაძლოა, ასევე გაგზავნონ არტილერია უკრაინაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S