Accentnews.ge
დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ

დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ

02/05/2022 06:04:03 მსოფლიო

დანია და შვედეთი აცხადებენ, რომ რუსეთმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია. მომხდარის გამო ქვეყნებმა რუსეთის ელჩები დაიბარეს.

დანიის თავდაცვის ძალების ცნობით, თვითმფრინავი სადაზვერვო იყო და დანიის საჰაერო სივრცეში მოკლე დროით იმყოფებოდა. მისი ცნობით, დანიის F-16 თვითმფინავებმა რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინეს.

"რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად მიუღებელი და არსებულ ვითარებაში უკიდურესად შემაშფოთებელია", – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა.

შვედეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ინციდენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების დისკუსიას უკავშირდება.

დანია ნატო-ს წევრია, შვედეთი კი ალიანსში გაწევრიანებას ახლა განიხილავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S