Accentnews.ge
უკრაინელი სამხედრო: "100 ადამიანის ევაკუაციის შემდეგ რუსებმა "აზოვსტალის" დაბომბვა განაახლეს"

უკრაინელი სამხედრო: "100 ადამიანის ევაკუაციის შემდეგ რუსებმა "აზოვსტალის" დაბომბვა განაახლეს"

02/05/2022 06:02:34 მსოფლიო

რუსების ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" ქარხნიდან 100 მოქალაქის ევაკუაციის შემდეგ რუსებმა ქარხნის დაბომბვა გაანახლეს. ამის შესახებ მარიუპოლში მყოფმა სამხედრომ, ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადის მეთაურმა დენის შლეგამ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტები "ყველა სახის იარაღის" იყენებენ.

ევაკუაციის შემდეგი ეტაპი დღეს უნდა დაიწყოს. კიევის თქმით, ქარხანაში კვლავ რჩება ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

1 მაისს "აზოვსტალის" ტერიტორიიდან 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს.

რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაერო–ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში იმყოფებოდა. მან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. პრეს–კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გუტიერეშმა თქვა, რომ გაერო მზად არის მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. აღსანიშნავია, რომ გუტიერეშის ვიზიტის დროს რუსეთმა კიევზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S