
პოლონეთში ათასობით ნატო-ელი სამხედროს მონაწილეობით საერთაშორისო წვრთნები იწყება
01/05/2022 17:20:49 ევროპა
პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა ქვეყანაში ათასობით ნატო-ელი სამხედროს მონაწილეობით წვრთნების დაწყების შესახებ განაცხადა.
საუბარია რეგულარულ წვრთნებზე, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების ამაღლებაზეა მიმართული. წელს ისინი პოლონეთის მოსაზღვრედ, უკრაინაში რუსული აგრესიის მიმდინარეობის ფონზე ტარდება.
როგორც პოლონური არმიის განცხადებაშია აღნიშნული, წვრთნებში "Defender Europe 2022" და "Swift Response 2022", რომელიც პოლონეთის გარდა, კიდევ 8 ქვეყანაში ხორციელდება, ჯამში 20-ზე მეტი სახელმწიფოს 18 000-მდე სამხედროა ჩართული.
სწავლებები 27 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.