
ირანს ახალი სანქციები დაუწესეს
21/09/2019 05:51:33 სხვა, მსოფლიო
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დააწესა. ამჯერად შეზღუდვები ირანის ცენტრალურ ბანკსა და ეროვნული განვითარების ფონდს შეეხება.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განმარტებით, ფინანსური ინსტიტუტების სასანქციო სიაში შეყვანის მიზეზი საუდის არაბეთის ნავთობ დაწესებულებებზე გასულ კვირას იემენელი ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმ გახდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობას აშშ და საუდის არაბეთი ირანს აკისრებენ, თავად ირანი ბრალდებას უარყოფს.