"რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი დაჭრილია"
01/05/2022 11:29:25 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გამოცემა ArmyINFORM-ის კორესპონდენტი, ალექსანდრ შულმანი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი დაჭრილია.
გავრცელებული ინფორმაციით, გენერალი გერასიმოვი იზიუმის სიახლოვეს დაიჭრა.
გერასიმოვის დაჭრის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებიათ.
რამდენიმე დღის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ძალების მობილიზება ხარკივის რეგიონის ქალაქ იზიუმში დაიწყო, რომელიც ქალაქი ხარკივის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იზიუმში ჩავიდა, რათა მორიგი შეტევისთვის თავად ეხელმძღვანელა.


