მედია - რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
01/05/2022 06:56:53 მსოფლიო
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია - ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის რადიო ავრცელებს.
მედიის ცნობით, მცირე ხნის შემდეგ თვითმფრინავმა სივრცე დატოვა, რადგან შვედებმა გააფრთხილეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოაგდებდნენ.
თავდაცვის მინისტრმა პიტერ გულტკვისტმა მსგავს ქმედებებს მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ შვედეთი "რუსეთს დიპლომატიური გზით უპასუხებს".
An-30, რომელმაც საჰაერო სივრცე დაარღვია საჰაერო სათვალთვალო და აეროფოტოგრაფიის თვითმფრინავია.


