Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთი კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას"

ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთი კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას"

30/04/2022 10:11:42 მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. იგი იძულებული გახდა გააერთიანებინა და გადაენაწილებინა გამოფიტული შენაერთები.

მისი ცნობით, რუსეთი ცდილობს, გამოასწოროს პრობლემები, რომლებიც შეჭრაში ხელს უშლიდა.

"რუსეთი იმედოვნებს, გამოასწოროს პრობლემები, რომლებიც აქამდე აფერხებდა მის შეჭრას, საბრძოლო ძალების გეოგრაფიული კონცენტრირებით, მიწოდების ხაზების შემცირებითა და ბრძანებისა და კონტროლის გამარტივებით. რუსეთი კვლავ აწყდება მნიშვნელოვან სირთულეებს. ის იძულებული იყო გადაეჯგუფებინა და ხელახლა გადაენაწილებინა გამოფიტული და მიმოფანტული შენაერთები, რომლებიც უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით წარუმატებელ შეტევებში მონაწილეობდნენ. შენაერთებიდან დიდ ნაწილს სავარაუდოდ, სუსტი საბრძოლო სულისკვეთება აქვთ. რუსი სამხედროების ტაქტიკურ კოორდინაციაში ხარვეზები რჩება. დანაყოფების დონეზე უნარების ნაკლებობამ და არასტაბილურმა საჰაერო მხარდაჭერამ ხელი შეუშალა რუსეთს თავისი ძალების სრულად გამოეყენებინა, მიუხედავად ლოკალური წარმატებებისა", - აღნიშნულია ბრიტანული დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S