Accentnews.ge
უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე ტელეწამყვან მაქსიმ გალკინს ეთერში ნიკოლოზ ცისკარიძე შეცვლის

უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე ტელეწამყვან მაქსიმ გალკინს ეთერში ნიკოლოზ ცისკარიძე შეცვლის

30/04/2022 06:53:45 მსოფლიო

რუსული სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია "პირველი არხის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ რეიტინგული გადაცემის "ამაღამის" ("სეგოდნია ვეჩერომ") წამყვანი მაქსიმ გალკინი მას შემდეგ ჩაანაცვლოს ეთერში, რაც იგი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს საჯაროდ დაუპირისპირდა.

მომდევნო გადაცემას გალკინის ნაცვლად, მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე უმასპინძლებს. ამის შესახებ გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდა" იუწყება.

მაქსიმ გალკინი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებს და სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კონფლიქტის ფონზე მან და მისმა მეუღლემ, მომღერალმა ალა პუგაჩოვამ რუსეთი დატოვეს.

გალკინი არ არის ერთადერთი ფედერალური წამყვანი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეთერიდან გაქრა. "პირველმა არხმა" შეწყვიტა ვლადიმერ პოზნერისა და ივან ურგანტის პროგრამების წარმოება. ასევე აღარ გადის პირდაპირ ეთერში პოპულარული გასართობი პროგრამა " რა? სად? როდის?" .

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S