Accentnews.ge
სოფელ სამებაში ქვეწარმავლების გამო საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

სოფელ სამებაში ქვეწარმავლების გამო საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

30/04/2022 06:31:11 საზოგადოება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში გველების მომრავლების გამო საჯარო სკოლა მეორე კვირაა, დისტაციურ სწავლებაზეა გადასული. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

მისი ცნობით, ქვეწარმავლები იატაკიდან და კედლებიდან საკლასო ოთახებში შედიან.

"საკლასო ოთახებსა და სამასწავლებლოში შემოდიან. ძველი სკოლაა და შეიძლება საძირკველში არიან. ეზოშიცაა, კედლებზეც. სხვადასხვა ჯიშის ოჯახები არიან, ერთმანეთში არიან გადახლართულები. 10 წელია აქ ვარ, კბენის შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ ეშინიათ ბავშვებს", – ამბობს "სამხრეთის კარიბჭესთან" ქართული ენის მასწავლებელი, გულნაზი ჩილინგარაშვილი.

მისივე თქმით, ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, სკოლაში საწავლო პროცესი შენობის და ეზოს შეწამვლის შემდეგ განახლდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S