"უკრაინის სიმამაცე და უნარები სამხედრო ისტორიაში დარჩება"
30/04/2022 06:26:18 მსოფლიო
უკრაინის სიმამაცე და უნარები სამხედრო ისტორიაში დარჩება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინელებმა საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის საკითხში „ბრწყინვალე სამუშაო შეასრულეს".
„უკრაინის საავადმყოფოები დაბომბეს, მათი მოქალაქეები დახოცეს, მათი შვილები ტრავმირებული არიან და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მათ ბრწყინვალე სამუშაო შეასრულეს, თავიანთი სუვერენიტეტის დასაცავად. უკრაინის სიმამაცე და უნარები სამხედრო ისტორიაში დარჩება", - წერს ოსტინი.


