Accentnews.ge
ვოლინა ერდოღანს „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან დაჭრილების თურქეთში გადაყვანას სთხოვს

ვოლინა ერდოღანს „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან დაჭრილების თურქეთში გადაყვანას სთხოვს

30/04/2022 06:00:26 მსოფლიო

უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინსკიმ (ვოლინა) „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დაშავებულების გაყვანაში დახმარებისთვის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართა.

ამის შესახებ საზღვაო ბრიგადის მეთაურმა "Habertürk TV"-ს ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ ახლა 600 სამხედრო გვყავს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით ვისაც სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ჩვენ გვყავს მოქალაქეები, ვინც დაიჭრნენ და ასევე სჭირდებათ დახმარება. ასობით მოქალაქე და ათობით ბავშვი უსაფრთხო ადგილს ჩვენთან ერთად აზოვსტალის მეტალურგიის ქარხანაში ეძებს. ყველაზე უმცროსი 4 თვისაა. მე მივმართავ თურქ ხალხს და პრეზიდენტს, რომ დააყენონ ექსტრაქციის პროცედურის ინიციატივა და გააკეთოს ყველაფერი მარიუპოლის გარნიზონის თურქეთში გადასაყვანად, რათა "აზოვსტალიდან" გამოგვიყვანოთ თურქეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებით. ჩვენ თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს“ - განაცხადა ვოლიანსკიმ.

მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ აზოვსტალში მდგომარეობა მძიმეა და თავდასხმები არ შეწყვეტილა.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კი ოკუპანტებმა გაანადგურეს საველე საავადმყოფო რის შედეგადაც ექიმებს ახლა სამხედროებისა და მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა აღარ შეუძლიათ.

ვოლინსკის თქმით, ასობით მოქალაქეს, მათ შორის 60 ბავშვი ამ დრომდე თავს აფარებს აზოვსტალის ბუნკერებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S