
"დავბერდი" – ზელენსკი კითხვაზე, როგორ შეიცვალა ის ომის დაწყების შემდეგ
29/04/2022 19:12:07 საზოგადოება
"დავბერდი" - ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ TIME-ს ჟურნალისტს კითხვას, როგორ შეიცვალა ის ომის დაწყების შემდეგ.
მისი თქმით, დაბერდა იმ ინფორმაციის გამო, რომლის შესახებაც არასდროს სურდა, სცოდნოდა:დაღუპული ადამიანებისა და რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
"დავბერდი გონებრივად, მორალურად... ისე, მორალური თვალსაზრისით, აბსოლუტურად მტკიცე ვარ. მაგრამ დავბერდი მთელი ამ ინფორმაციისგან, რომელიც არასდროს მინდოდა. ეს არის ცოდნა, რომელიც უკავშირდება დაღუპული ადამიანების რაოდენობას და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ასეთი სიბრძნე... მართალი გითხრათ, არასდროს მქონია ასეთი ცოდნის მიღწევის მიზანი", - უპასუხა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მაღალია რისკი, ყველანაირი მოლაპარაკებები დასრულდეს:
ეს ყველაფერი იმის გამო, თუ რას ტოვებს რუსეთი [ტერიტორიიდან] წასვლის მერე, სადაც არ უნდა იყვნენ, მოქმედებები ერთნაირია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქვთ მკვლელობის სახელმძღვანელო, და ისინი, ყველანი ერთნაირად მოქმედებენ ამა თუ იმ ტერიტორიებზე, რომელთა დეოკუპაციასაც ვახდენთ და ვხედავთ [იქ რა მოხდა]“