Accentnews.ge
ეუთოს სადამკვირვებლო მისია საბოლოოდ ტოვებს უკრაინას

ეუთოს სადამკვირვებლო მისია საბოლოოდ ტოვებს უკრაინას

29/04/2022 18:30:40 ევროპა

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ უკრაინაში სადამკვირვებლო მისიის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. მანამდე მოსკოვმა უარი თქვა მისიისათვის მანდატის გაგრძელებაზე.

ეუთოს თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა, სინანული გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის პოზიციამ სხვა გამოსავალი არ დატოვა.

მანამდე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ რუსი სპეციალისტები უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიიდან "უბრალოდ გამოაძევეს". მან ასევე დაადანაშაულა სხვა ქვეყნების მისიის წარმომადგენლები, რომ ისინი კონფლიქტის დროს ეხმარებოდნენ უკრაინულ მხარეს, მათ შორის ჯავშანტექნიკა გადასცეს ბატალიონ "აზოვს".

რუსეთმა ეუთო დასავლეთისა და უკრაინის სპეცსამსახურები რუსული და პრორუსული ძალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემაში დაადანაშაულა.

უკრაინაში ეუთოს სპეციალურმა სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა 2014 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლის მხარდაჭერით, დონეცკელმა და ლუგანსკელმა სეპარატისტებმა, ქვეყნის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყეს.

ეუთო იყო ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ აკვირდებოდა კონფლიქტს, მონაწილეობდა ადგილზე ინფორმაციის შეგროვებაში, მოქმედებდა როგორც შუამავალი სტრუქტურების ჩამოყალიბებაში და ყველაფერს აკეთებდა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კონფლიქტის შედეგების შესამსუბუქებლად.

ეუთო აერთიანებს 57 ქვეყანას, მათ შორის რუსეთსა და უკრაინას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S