Accentnews.ge
გერმანია უკრაინისთვის ჰაუბიცების გაგზავნას გეგმავს – Reuters

გერმანია უკრაინისთვის ჰაუბიცების გაგზავნას გეგმავს – Reuters

29/04/2022 17:47:30 ევროპა

Reuters-ის ინფორმაციით, გერმანია განიხილავს თვითმავალი ჰაუბიცების უკრაინისთვის გაგზავნას.

წყაროს თქმით, ბერლინი აწარმოებს მოლაპარაკებებს ნიდერლანდების მთავრობასთან, რათა უკრაინას გერმანული წარმოების Panzerhaubitze 2000-ის (PzH 2000-ის) ტიპის ჰაუბიცები მიაწოდოს.

მანამდე, 20 აპრილს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდები უკრაინისთვის გერმანული Panzerhaubitze 2000-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემას, გერმანია კი მისთვის საჭირო ჭურვების მიწოდებასა და უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას აპირებდა. 10 აპრილისთვის კი გერმანიის ყოველკვირეული გაზეთი Welt am Sonntag იტყობინებოდა, რომ იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ, Krauss-Maffei Wegmann-მა უკრაინას 100 ჰაუბიცი შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S