
ნორვეგია რუსული გემებისა და სატვირთო მანქანებისთვის პორტებსა და საზღვრებს ხურავს
29/04/2022 17:43:07 ევროპა, მსოფლიო
ნორვეგია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უერთდება და რუსული გემებისა და სატვირთო მანქანებისთვის პორტებსა და საზღვრებს ხურავს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციები არ შეეხება სარეწ გემებს, რომლებიც ხშირად იჭერენ თევზებს ჩრდილოეთ ნორვეგიის პორტებში. აგრეთვე, გამონაკლისი შეეხება არქტიკულ შპიცბერგენის არქიპელაგსაც, სადაც მოქმედებს 1920 წელს დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ეს ტერიტორია გამოცხადდა თავისუფალ ზონად და ყველა სუვერენულ სახელმწიფოს მიეცა თევზაობის, ნადირობისა და მინერალური რესურსების მოპოვების უფლება.
ნორვეგიამ უკრაინას მისტრალის ტიპის საჰაერო თავდაცვის საშუალებები გადასცა. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის ბიორნ არილდ გრამის თქმით, მისტრალის სისტემა ეფექტიანია და უკრაინისთვის დიდ სარგებელს მოიტანს.
გასულ კვირებში ნორვეგია უკრაინას ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებით დაეხმარა და ჯამში 4000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გადასცა.