Accentnews.ge
კიევის რეგიონში გზააბნეული რუსი მეტყვიამფრქვევე იპოვეს

კიევის რეგიონში გზააბნეული რუსი მეტყვიამფრქვევე იპოვეს

29/04/2022 17:40:33 ევროპა

კიევის რეგიონში, სოფელ ოსტროლუჩიეში პოლიციამ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცებთან ერთად იპოვა 21 წლის რუსი მეტყვიამფრქვევე, რომელიც, სავარაუდოდ, რეგიონის ტერიტორიიდან რუსეთის არმიის გაყვანის შემდეგ დაიკარგა.

"თათრეთის 21 წლის მკვიდრმა, მექანიზებული ბრიგადის მეტყვიამფრქვევემ აღიარა, რომ თავიდან ის დაიკარგა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ "მსოფლიოს მეორე უძლიერესმა არმიამ" ის უბრალოდ მიატოვა", - აცხადებენ უკრაინელი სამართალდამცავები.

რუსი ჯარისკაცი დააკავეს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

2 აპრილს კიევის რეგიონი სრულად გათავისუფლდა რუსეთის ჯარებისგან. რუსი სამხედროების უკან დახევის შემდეგ განთავისუფლებულ ქალაქებსა და სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების ფაქტები აღმოაჩინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S