Accentnews.ge
რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტებს დროებით არ მიიღებს

რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტებს დროებით არ მიიღებს

29/04/2022 16:04:56 საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფო რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტებს არ მიიღებს. როგორც განიმარტა, ვინაიდან აქამდე კლინიკა მხოლოდ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებს ემსახურებოდა, ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასასვლელად გადაწყობა და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება სჭირდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდპაციენტებს აღარ იღებს, რადგან ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია.

"ფინანსურ ნაწილში დანახარჯები გადაწყობასთან დაკავშირებით სახელმწიფო კლინიკებშიც არის. მაგალითად რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ყველაზე დიდი სახელმწიფო კლინიკაა, გადადის იმ რეჟიმში, რომ დროებით შეიზღუდება, სამედიცინო სერვისის მიწოდება, რადგან კლინიკა გადავიდეს ჰიბრიდულ რეჟიმზე. რა თქმა უნდა ეს დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლინიკებმა უნდა გასწიონ იმისთვის, რომ შემდეგ შეძლონ ახალი და ხარისხიანი სერვისების მიწოდება პაციენტებისთვის“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S