გუტერეში: "შემძრა უკრაინელი ხალხის გამძლეობამ, ჩვენ არ დავნებდებით"
29/04/2022 15:53:22 მსოფლიო
შემძრა უკრაინელი ხალხის გამძლეობამ და სიმამაცემ, ჩვენ არ დავნებდებით, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კიევში ვიზიტის შემდეგ „ტვიტერზე" წერს.
გუტერეშმა აღნიშნა, რომ ამ ომში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ომში, მშვიდობიანი მოსახლეობა ყველაზე მაღალ ფასს იხდის.
„შემძრა უკრაინელი ხალხის გამძლეობამ და სიმამაცემ. ჩემი გზავნილი მათთვის მარტივია: ჩვენ არ დავნებდებით. გაერო სიცოცხლის გადასარჩენად და ადამიანთა ტანჯვის შესამცირებლად ძალისხმევას გააორმაგებს. ამ ომში, როგორც ყველა ომში, მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველთვის ყველაზე მაღალ ფასს იხდის", - წერს გუტერეში.
გუტერეში კიევში მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა. გაერო–ს გენმდივნის ვიზიტისას კიევის ცენტრი დაიბომბა.


