
უკრაინამ პარტნიორი ქვეყნებისგან С-300-ები მიიღო
29/04/2022 14:27:57 ევროპა
უკრაინის საჰაერო ძალებმა მოკავშირე სახელმწიფოებისგან С-300-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიიღო, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა საჰაერო თავდაცვა სამხრეთ რეგიონში,– იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.
"С-300 ეფექტურად უწევს წინააღმდეგობას რუსი ოკუპანტების ობიექტთა დიდ ნაწილის და შეუძლია, ჩამოაგდოს თვითმფრინავი, ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური რაკეტები 5-დან 150 კმ-მდე" - ვკითხულობთ უწყების შეტყობინებაში.
ცნობილია, რომ 8 აპრილს სლოვაკეთმა უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდასაცავად С-300-ის სისტემა გადასცა. რუსეთი ირწმუნებოდა მიის განადგურების თაობაზე, თუმცა ინფორმაცია არც სლოვაკეთმა და არც უკრაინამ არ დაადასტურა.
უკრაინელ სამხედროებს ამ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება აქვს.