Accentnews.ge
კვლევა: პუტინისა და ლუკაშენკოს მიმართ უკრაინელთა სიმპათიები ნულს უახლოვდება, იზრდება უკმაყოფილება შოლცის მიმართაც

კვლევა: პუტინისა და ლუკაშენკოს მიმართ უკრაინელთა სიმპათიები ნულს უახლოვდება, იზრდება უკმაყოფილება შოლცის მიმართაც

29/04/2022 14:27:06 მსოფლიო

უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთისა და ბელარუსის ლიდერების ვლადიმირ პუტინისა (98%) და ალექსანდრე ლუკაშენკოს (96%) მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. იზრდება ასევე ნეგატიური დამოკიდებულება გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიმართ, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას აყოვნებს. ასეთია სოციოლოგიურ ჯგუფ "რეიტინგის" მორიგი - 26 აპრილს ჩატარებული კვლევის შედეგები.

ამასთან, სოციოლოგთა მოხსენების თანახმად, ბოლო ორ თვეში საგრძნობლად გაუმჯობესდა უკრაინელთა დამოკიდებულება პოლონეთის, ბრიტანეთის, აშშ-ის, თურქეთის, ლიტვისა და საფრანგეთის ლიდერების მიმართ (დუდა 92%, ჯონსონი - 87%, ბაიდენი - 86%, ერდოღანი - 76%, ნაუსადა - 75%, მაკრონი - 75%).

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაენის მიმართ სიმპათიით კი რესპონდენტთა 66%-ია განწყობილი.

ამავდროულად, გაუარესდა დამოკიდებულება გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიმართ: მისადმი დადებითად გამოკითხულთა 30%-ია განწყობილი, 54% კი უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებს, მაშინ, როცა წლის დასაწყისში ბოლო მაჩვენებელი მხოლოდ 23%-ს შეადგენდა.

უკრაინელთა სიმპათიით ვერც პრეზიდენტი შტაინმაიერი დაიკვეხნის: მის მიმართ დადებითად რესპონდენტთა 26%-ია განწყობილი, უარყოფითად - 44%.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S