Accentnews.ge
საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გაასაჯაროვა

საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გაასაჯაროვა

29/04/2022 14:18:50 ევროპა, პოლიტიკა

საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორული/საკანონმდებლო ნაწილი გაასაჯაროვა.

პრესრელიზის მიხედვით, გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს, 29 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც მოცულობითია, მოიცავს 33 თავს და 2300-მდე კითხვას, დარგობრივ თემებზე და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.

ამავე ცნობით, კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს.

კითხვების მეორე ნაწილი იხილეთ აქ

კითხვარის პირველ ნაწილზე, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს ეხება, როგორც მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, ქვეყანამ მუშაობა უკვე დაასრულა და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს 2 მაისს გადაეცემა.

„არის საკითხები, რომლის გასაჯაროება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, საჯაროობის ნაწილში მხოლოდ კითხვარით შემოვიფარგლებით“,– ასე უპასუხა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კითხვას, გასაჯაროვდება თუ არა პასუხები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S