
ლუკაშენკო: „მადლობა ღმერთს, ჩვენთან დიქტატურაა"
29/04/2022 14:08:46 ევროპა
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო საკუთარ მოქალაქეებს არწმუნებს, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან ხალხი ბელარუსში მარილის საყიდლად დადის, ხოლო ახლა ევროპელი ლიდერები თანამოქალაქეებს იქ აღარ უშვებენ, რათა არ ნახონ, რომ ბელარუსში ნორმალური ცხოვრებაა.
„მათთვის, კათოლიკური აღდგომისთვის საზღვარები გავხსენით. ხალხი ჩამოვიდეს პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან თავიანთი ახლობლების საფლავებზე, როგორც ეს ყოველთვის იყო. დავუშვი უვიზოდ. რადგან ისინი თავი ხალხს ბელარუსში არ უშვებენ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთან ხალხი მოდის მარილის საყიდლად. მარილი არ აქვთ! დიდი, მდიდარი დასავლეთი და მარილი არ აქვთ. ხალხმა რომ არ თქვას, რომ ბელარუსი ნორმალურად ცხოვრობს, მათ უბრალოდ არ უშვენებ. აი მთელი დემოკრატია“,– განაცხადა ლუკაშენკომ.
მან ღმერთს მადლობას გადაუხადა, რომ ბელარუსში დიქტატურაა.
„მადლობა ღმერთს, ჩვენთან დიქტატურაა. მუდმივად მაკრიტიკებდით: დიქტატურა, დიქტატურა. სამაგიეროდ, წესრიგია დიქტატურასთან ერთად. დიქტატურა რომ არ ყოფილიყო, შიშვლები ვივლიდით“.