Accentnews.ge
9 მაისის აღლუმზე პუტინი სტუმრებს არ ელის, მათ შორის - არც ლუკაშენკოს

9 მაისის აღლუმზე პუტინი სტუმრებს არ ელის, მათ შორის - არც ლუკაშენკოს

29/04/2022 13:37:05 მსოფლიო

9 მაისის საკრალურ თარიღს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამაყ მარტოობაში შეხვდება. მისი პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამჯერად მოსკოვს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე არავინ მიუწვევია. მოსკოვში, მათ შორის, არც ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ჩავა.

"უცხოელი ლიდერებიდან არავინ მოგვიწვევია. საქმე იმაშია, რომ ეს საიუბილეო თარიღი არ არის. ეს ჩვენი დღესასწაულია, წმინდა მთელი რუსეთისთვის, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის" - აღნიშნა პესკოვმა და იქვე უარყო მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოსკოვში პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი აპირებდეს ჩასვლას.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში 11 000 სამხედრო მოსახმსახურე, 131 ერთეული შეიარაღება, სამხედრო და სპეცტექნიკა, ასევე 77 საჰაერო ხომალდი მიიღებს მონაწილეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S