Accentnews.ge
"პოლარიზაცია მთავარი შემაფერხებელია საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის" - PACE

"პოლარიზაცია მთავარი შემაფერხებელია საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის" - PACE

29/04/2022 13:32:19 ევროპა, პოლიტიკა

ევროპის საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება 2014 წლიდან მოყოლებული, საქართველოს უწყვეტ და თვალსაჩინო პროგრესს, თუმცა აქვს მთელი რიგი ხარვეზები.

რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის მთავარი შემაფერხებელი უკიდურესად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემოა. ამაზე, ასამბლეის აზრით, პასუხისმგებელია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია:„ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, დააყენონ ერის საერთო სიკეთე ნებისმიერ ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ სტრატეგიაზე და ითანამშრომლონ ერთობლივად, რათა სრულად დაიცვან საქართველოს ნაკისრი ვალდებულებები და გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებები“.

რეზოლუცია, რომელიც ეფუძნებვა ტიტუს კორლატეანის და კლოდ კერნის მოხსენებას, დადებითად აფასებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, თუმცა წუხს, რომ ბოლო არჩევნები იყო პოლიტიკური დაძაბულობისა და არასტაბილურობის წყარო.

ასამბლეა მიესალმება საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას, ასევე მიღწეულ პროგრესს მედია გარემოს გაძლიერებასთან დაკავშირებით, თუმცა გამოხატავს შეშფოთებას მედია გარემოს პოლარიზაციის გამო.

ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია მართლმსაჯულების სისტემის ინსტრუმენტალიზაციის შესახებ ცნობებით და შეშფოთებას გამოხატავს მოძველებული საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით.

ასამბლეა შეშფოთებულია საქართველოში ლგბტქ+ თემის მიმართ შეუწყნარებლობისა და ძალადობრივი ქმედებების გამო:

„ეს ქმედებები ჯერ კიდევ არ არის სრულად დამაკმაყოფილებლად განხილული. ხელისუფლების მიერ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა შეუწყნარებლობისა და სიძულვილის დანაშაულებებთან საბრძოლველად და მისცეს მკაფიო სიგნალი, რომ არ შეიძლება იყოს დაუსჯელი ასეთი საშინელი ქმედებები, მათ შორის, ასეთი ქმედებების წამქეზებელი და წაქეზებული“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S