Accentnews.ge
ნატო-მ შავი და ბალტიის ზღვების თავზე თავისი გამანადგურებლები რამდენჯერმე აუშვა

ნატო-მ შავი და ბალტიის ზღვების თავზე თავისი გამანადგურებლები რამდენჯერმე აუშვა

29/04/2022 13:26:01 მსოფლიო

ბალტიისა და შავი ზღვრების რეგიონში განთავსებული ნატო-ს გამანადგურებლები ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რამდენჯერმე აუშვეს ცაში ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეების სიახლოვეს რუსული თვითმფრინავების გამოჩენის გამო, - იუწყება ნატო-ს საჰაერო ძალების სარდლობის პრეს-სამსახური.

მისივე ინფორმაციით, 26 აპრილიდან დაწყებული, ალიანსის რადარებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს ამოუცნობი საჰაერო ხომალდები, რომელთა იდენტიფიცირებისა და რეაგირებისთვის ნატო-ს გამანადგურებლები გერმანიისა და ესპანეთის საჰაერო ბაზებიდან ააფრინეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S