
უკრაინაში ოკუპანტებმა ორი ბრიტანელი მოხალისე გაიტაცეს
29/04/2022 12:06:08 ევროპა
უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისას რუსმა ოკუპანტებმა ორი ბრიტანელი მოხალისე გაიტაცეს - იუწყება CNN არაკომერციული პრეზიდიუმის ქსელის თანადამფუძნებელ დომინიკ ბირნზე დაყრდნობით.
მოხალისეები ორგანიზაციას 25 აპრილიდან არ დაკავშირებიან. ისინი ქალაქ ზაპორიჟიეს სამხრეთით მიემგზავრებოდნენ, რათა ევაკუაციის ორგანიზებაში მიეღოთ მონაწილეობა.
პირები, რომელთა ევაკუაციასაც მოხალისეები ცდილობდენ ოკუპანტებმა დაკითხეს. დაინტერესდნენ მოხალისეები „ბრიტანელი ჯაშუშები“ იყვნენ თუ არა.