
"ასეთი დაჩაივებული და დამუნჯებული არასოდეს ვყოფილვართ"
20/09/2019 12:52:26 ციტატა
“აი ასეთი სახელმწიფო ვართ. ასეთი დაჩაივებული და დამუნჯებული, უხერხემლო და უუნარო არასოდეს ვყოფილვართ. და გარანტიების შესრულების მონიტორინგს რომ გააგრძელებს და რეაგირებას აიძულებს, გამაღვიძეთ აუცილებლად.
“საქართველომ, … რუსეთისგან მიიღო წერილობითი გარანტია, რომ ახიადოვს არ დაემუქრება წამება და არადამიანური მოპყრობა” „სტრასბურგის დღევანდელი სტანდარტი ამბობს, რომ ასეთ გარანტიებში, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მომდინარეობს, არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი“. ჩვენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ გარანტიების შესრულების მონიტორინგს გავაგრძელებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა”.მის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, იურისტი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს. 19 სექტემბერს საქართველომ რუსეთს ეთნიკური ჩეჩენი გადასცა.
იხილეთ ასევე: მოსკოვისთვის გადაცემული მორიგი ჩეჩენი: წულუკიანის არგუმენტები