Accentnews.ge
მასკმა უკრაინაში TESLA-ს POWERWALL-ის ენერგიის დაზოგვის სისტემები გააგზავნა

მასკმა უკრაინაში TESLA-ს POWERWALL-ის ენერგიის დაზოგვის სისტემები გააგზავნა

29/04/2022 10:09:57 ევროპა, მსოფლიო

ილონ მასკმა უკრაინაში TESLA-ს POWERWAL-ის ენერგიის დაზოგვის სისტემები გააგზავნა.

მასკის მიერ გაგზავნილი სისტემით მომარაგდება ორი კლინიკა ბოროდიანკასა და ირპინში. შედეგად, კლინიკებს ელექტროენერგიასთან წვდომა მუდმივად ექნებათ.

"გარდა Starlink-ისა, ილონ მასკმა უკრაინაში Tesla Powerwall-ის ბატარეები გამოგზავნა. დღეს ორმა ამბულატორიულმა კლინიკამ ბოროდიანკასა და ირპინში მიიღო მზის პანელები და Tesla Powerwall-ის ენერგიის დაზოგვის სისტემები. ამ მზის პანელებმა და გენერატორებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს ამერიკაში. Powerwall-ის ენერგოსისტემა არის უაღრესად ავტონომიური და უზრუნველყოფს სარეზერვო ენერგიას ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს.ეს უახლესი ტექნიკა დაეხმარება უკრაინელებს იმ რაიონებში, სადაც რუსეთის ოკუპაციის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ." - წერს Facebook-ზე ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფიოდოროვი.

მანამდე, მასკი დათანხმდა ფიოდოროვის თხოვნას, Starlink-ის სადგურით უკრაინისთვის ინტერნეტის მიწოდებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S