Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის

29/04/2022 10:06:06 ევროპა

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულებთან დაკავშირებული მტკიცებულებების შესაგროვებლად ექსპერტების ჯგუფს გააგზავნის.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, ქვეყანა ამჟამად 7600 სავარაუდო ომის დანაშაულსა და სულ მცირე მასში მონაწილე 500 ეჭვმიტანილის საქმეს იძიებს.

"რუსეთის ქმედებები უკრაინაში ბარბაროსობა და სისასტიკეა, მათ შორის ქალების მიმართ. ბრიტანული ექსპერტიზა სიმართლის დადგენაში მიიღებს მონაწილეობას, რათა შემდგომ, პუტინის რეჟიმის მონაწილეები, საკუთარი ქმედებების გამო, პასუხისგებაში მიეცნენ". - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლიზ ტრასი ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლე პიოტრ ჰოგმანსკისთან შესახვედრად მიემგზავრება.

უკრაინაში მუშაობენ ფრანგი სპეციალისტებიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S