Accentnews.ge
რამდენი ხნით შეუწყდება თბილისის რიგ ქუჩებს წყალმომარაგება

რამდენი ხნით შეუწყდება თბილისის რიგ ქუჩებს წყალმომარაგება

29/04/2022 09:43:44 საზოგადოება

თბილისში ქუჩების ნაწილს წყლის მიწოდება 29 აპრილის 09:30 საათიდან 30 აპრილის ღამის 02:00 საათამდე შეუწყდება.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, მარშალ გელოვანის გამზირზე დაზიანებული წყლის მილის გამო, წყალმომარაგება შემდეგ ქუჩებს შეუჩერდებათ:

  • მთწმინდა-კრწანისის რაიონში - კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, მელიქიშვილის, ლარსის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, ჟორდანიას, ინგოროყვას, ლერმონტოვის, პეტრიაშვილის, ოქროყანას დასახლებას; პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს.
  • ვაკე- საბურთალოს რაიონში - კეკელიძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, ყიფშიძის, დოლიძის, იოსელიანის, კოსტავას, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ოდესის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
  • დიდუბე - ჩუღურეთის რაიონში - ბალანჩინის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.

კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე N-6 თან GWP-ის წყალმომარაგების მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანებამ მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.

ამჟამად ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S