Accentnews.ge
ბორელი: „შოკირებული ვარ კიევზე სარაკეტო თავდასხმით"

ბორელი: „შოკირებული ვარ კიევზე სარაკეტო თავდასხმით"

29/04/2022 09:37:10 ევროპა

ევროპის კავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა, განაცხადა, რომ შოკირებული და შეძრწუნებულია რუსეთის ჯარის მიერ კიევის დაბომბვით, როცა იქ გაერო–ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი იმყოფებოდნენ.

„შოკირებული და შეძრწუნებული ვარ კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმით. რუსეთი კვლავ უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს და ბომბავს ქალაქს მაშინ, როცა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდნენ, - დაწერა ბორელმა "ტვიტერზე".

თავის მხრივ გენერალურმა მდივანმაც განაცხადა, რომ შოკირებულია კიევზე სარაკეტო თავდასხმით, ვიდრე იქ იმყოფებოდა.

კიევში გუტერეშმა აღიარა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ გაართვა თავი რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე:

„უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო გაკეთებინა ყველაფერი, რაც მის ხელში იყო, ამ ომის თავიდან ასაცილებლად და დასრულებისთვის. ეს იყო მასობრივი იმედგაცრუების და ბრაზის მიზეზი“.

28 აპრილის საღამოს კიევზე სარაკეტო თავდასხმისას დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, რომლის ნანგრევებში ერთი ადამიანის გვამი ნახეს. დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S