Accentnews.ge
მარშალ გელოვანის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა

მარშალ გელოვანის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა

29/04/2022 08:49:37 საზოგადოება

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც წყლის მილი დაზიანდა, ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა.

"დაზიანების გამო, სატრანსპორტო საშუალებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ცალმხრივად მოძრაობდნენ. შეზღუდვა მოიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც და ისინი მგზავრთა გადაყვანას შეუფერხებლად, დადგენილი სქემით შეძლებენ" - იუწყება დედაქალაქი მერია.

მარშალ გელოვანის გამზირზე წყალსადენის ქსელის დაზიანების გამო, თბილისის ნაწილს წყალი ღამის ორ საათამდე არ ექნება. წყალმომარაგება შეუწყდა მთაწმინდის, ვაკე-საბურთალოს, ჩუღურეთის და კრწანისის რაიონებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S